Standart

მიმტანი

04 July - 28 July
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

სასტუმრო “აფიშა”, ეძებს გუნდის წევრებს, რომელებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანმშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.


სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.


სასტუმრო აფიშაში, მიმტანი პასუხისმგებელია სასტუმროს კვების ობიექტებზე მოსულ სტუმრებს გაუწიოს მაღალი დონის მომსახურება, დაიცვას წესრიგი და სისუფთავე, შემნას მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემო. 


ძირითადი მოვალეობები:


  • მოამზადოს რესტორანის ტერიტორია სტუმრების მისაღებად. დარწმუნდეს, რომ მაგიდები გაწყობილია და მარაგშია დამატებითი ჭურჭელი;

  • სტანდარტების მაქსიმალური დაცვით მოემსახუროს სტუმრებს;

  • გაწეული მომსახურების შემდეგ რეგულარულად გადაამოწმოს სტუმრის აზრი და გაითვალისწინოს მიღებული კომენტარები, გაუზიაროს სამზარეულოსაც და ზედამხედველებს.

  • რეგულარულად შეაგროვოს გამოყენებული ჭურჭელი მაგიდებიდან და მიუტანოს სამრეცხაო დეპარტამენტს;

  • სამზარეულოსთან მჭიდრო კომუნიკაციის გზით მოახდინოს სტუმრის კმაყოფილების ზრდა;

  • გაყიდვების შესაბამისი უნარის გამოყენებით აქტიურად მოახდინოს სასმელებისა და საკვების რეალიზაცია;

  • სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად შეასრულოს სამუშაო სივრცის დასუფთავების ვალდებულებები;

  • მიიღოს და განათავსოს ჯავშანი რესტორნის მაგიდებზე და ჩაინიშნოს ჯავშნების წიგნში;

  • იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით;

  • დარწმუნდეს, რომ ყველა შეკვეთა შეყვანილია სისტემაში, ანგარიშები გადახდილია ნაღდი ფულით ან ბარათით, ან დარიცხულია სტუმრის ანგარიშზე, ხოლო ოთახზე დარიცხულ ჩეკზე დაფიქსირებულია სტუმრის  ხელმოწერა;

  • იყოს კოლეგიალური ჰქონდეს პოზიტიური დამოკიდებულება სასტუმროს ყველა დეპარტამენტის თანამშრომელთან.

  • იყოს მაქსიმალურად მოქნილი სამუშაო გრაფიკთან, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლოს კოლეგის ჩანაცვლება;

  • დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები.

მოთხოვნები:


  • სასურველია პროფესიული / უმაღლესი განათლება;

  • სასურველია მსგავს პოზიციაზემუშაობის  გამოცდილება;

  • კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;

  • კარგი საორგანიზაციო უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების ცოდნა. 

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ..

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV).


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


04 July - 28 July