სტანდარტული

რეგისტრატორი

04 ივლისი - 28 ივლისი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

სასტუმრო “აფიშა”, ეძებს გუნდის წევრებს, რომელებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანმშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.


სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.


სასტუმრო აფიშაში, რეგისტრატორი პასუხისმგებელია რეგისტრაციების დეპარტამენტში მიმდინარე ოპერაციებზე, სტუმართა თავაზიან მიღება-დახვედრაზე და გაცილებაზე, მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე. ამ პოზიციისთვის აუცილებელია ძალიან კარგი კომუნიკაციის და საორგანიზაციო უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.


ძირითადი მოვალეობები:


  • იყოს თავაზიანი და მეგობრული სტუმრებთან/თანამშრომლებთან, რათა ხელი შეუწყოს ობიექტზე პოზიტიური გარემოს შექმნასა და შენარჩუნებას;

  • ყოველი  ცვლის დასაწყისში შეამოწმოს პროგრამაში დატოვებული ინფორმაცია;

  • გადაამოწმოს სუფთა სტატუსითა და დაუსუფთავებელი სტატუსით კლასიფიცირებული ოთახების სია;

  • თავაზიანად შეეგებოს სტუმარს, ყველა წესის დაცვით გაატაროს რეგისტრაციის პროცედურა და სტუმრის მოთხოვნების გათვალისწინებით მიანიჭოს ჯავშანს შესაბამისი ოთახის ნომერი;

  • პროგრამაში შეიყვანოს სტუმრის შესახებ არსებული საჭირო მონაცემები; 

  • უსაფრთხოების ფარგლებში უზრუნველყოს სტუმრების და სტუმრებზე არსებული ინფორმაციის  კონფიდენციალურობა;

  • ორგანიზება გაუწიოს სტუმრისათვის ოთახის გასაღებების გაცემას საჭირო უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით;

  • მონიტორინგი გაუწიოს სტუმრების ანგარიშებს და არასაკმარისი გარანტიის შემთხვევაში უზრუნველყოს სტუმრებთან კომუნიკაცია სათანადო გარანტიის დროულად მისაღებად;

  • აწარმოოს გამსვლელთა სიის მონიტორინგი, რომ სტუმარმა არ დატოვოს სასტუმრო ანგარიშსწორების გარეშე; 

  • რეზერვაციის თანამშრომლების არასამუშაო საათებში მიიღოს და გააკეთოს გადაუდებელი რეზერვაციები.

  • საჭირო ყურადღებით შეავსოს დეპარტამენტის ყველა ფორმა;

  • თავაზიანად მიაწოდოს ინფორმაცია სტუმარს სასტუმროს ყველა სერვისის შესახებ, რათა გაზარდოს სასტუმროს პროდუქტების/სერვისების გაყიდვები;

  • შეამოწმოს ცვლის განმალობაში გატარებული ყველა ანგარიშსწორება;

  • სტუმრისგან საჩივრის მიღებისას იმოქმედოს პრობლემასთან გამკლავების კუთხით. სხვა დეპარტამენტის ჩარევის საჭიროებისას მოახდინოს სწრაფი კომუნიკაცია დეპარტამენტის წარმომადგენელთან. გადაამოწმოს პრობლემის მოგვარების სტატუსი, რათა დარწმუნდეს რომ პრობლემა აღმოფხვრილია;

მოთხოვნები:


  • სასურველია უმაღლესი განათლება;

  • ძალიან კარგი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარები;

  • ძალიან კარგი საორგანიზაციო და დროის მართვის უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • სასტუმროს მართვის სისტემების და საოფისე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი ენების ჩაითვლება უპირატესობად.

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ..

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


04 ივლისი - 28 ივლისი