Standart

ბელბოი

04 July - 28 July
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

სასტუმრო “აფიშა”, ეძებს გუნდის წევრებს, რომელებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანმშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.


სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.


სასტუმრო აფიშაში, ბელბოი პასუხისმგებელია სტუმართა თავაზიან მიღება-დახვედრაზე და გაცილებაზე, მაქსიმალურად მეგობრული და სასიამოვნო გარემოს შექმნაზე.


ძირითადი მოვალეობები:


  • აკონტროლოს უნივერსალური გასაღების და დაიცვას უსაფრთხოების სტანდარტები;

  • მოახდინოს სტუმრის ბარგის იდენტიფიცირება, მიაცილოს სტუმარი ოთახამდე თავისივე ბარგით და უზრუნველყოს ოთახის შესახებ ზოგადი ინფორმაციით;

  • ჯგუფების მიღების შემთხვევაში, სწრაფად, დროულად და ორგანიზებულად მოახდინოს ბარგის იდენტიფიცირება, შეგროვება და დანიშნულების ადგილზე მიტანა;

  • დაამყაროს მჭიდრო ურთიერთობები სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან;

  • ბარგის ოთახის მოწესრიგება და მართვა; 

  • ფლობდეს სასტუმროს, სივრცეების, მომსახურებების შესახებ სრულ ინფორმაციას;

  • იცოდეს ინფორმაცია ქალაქში მდებარე ღირშესანიშნაობების შესახებ;

  • დაიცვას ობიექტზე არსებული სტანდარტები: ატარებდეს მოწესრიგებულ უნიფორმას და ეკეთოს სახელის აღმნიშვნელი ბარათი.

მოთხოვნები:


  • კარგი კომუნიკაციის უნარი;

  • დროის მართვის უნარი; 

  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა. 

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ..

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


04 July - 28 July