Standart

მზარეული

04 July - 28 July
Details
Address
თბილისი
Salary
Not specified
Employment type
Not specified
Working type
Not specified
Working hours
Not specified

Vacancy description

სასტუმრო “აფიშა”, ეძებს გუნდის წევრებს, რომელებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანმშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.


სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.


სასტუმრო აფიშაში, მზარეული პასუხისმგებელია სასტუმროს სტანდარტების დაცვით ახალი კერძების მომზადებაში გაწერილი რეცეპტების შესაბამისად.


ძირითადი მოვალეობები:


  •  შეფ-მზარეულის მიერ მიცემული დავალებების ზედმიწევნად კარგად და მაღალი სტანდარტით შესრულება;

  • შეკვეთების შესრულება მაღალი ხარისხით, რეცეპტების შესაბამისად;

  • ახალი რეცეპტების შექმნაში აქტიური მონაწილეობის მიღება;

  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;

  • ინვენტარის და ინსტრუმენტების მოხმარების წესების დაცვა;

  • სამზარეულოს შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველყოფა;

  • სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო კოორდინაცია და კოლაბორაცია;

  • სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი.

მოთხოვნები:


  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

  • კულინარიული სკოლის ან შესაბამისი სასწავლო დაწესებულების ხარისხი/დიპლომი ჩაითვლება უპირატესობად;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • საკვების უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების ცოდნა;

სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ..

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV).


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


Location
პეტრე მელიქიშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
04 July - 28 July