დასახელება: მიკრობიოლოგი
დასაქმების ტიპი:
სრული განაკვეთი
შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო
კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, სამი ბრენდით ,,ნობათი’’-ს გაყინული ხორცპროდუქტებით, "რერა" პრემიუმ ხარისხის ნახევარფაბრიკატებით
და ,,ხინდა" ეკონომ კლასის ნახევარფაბრიკატებით, მთელი საქართველოს მაშტაბით
შპს "G&A
GROUP" აცხადებს ვაკანსიას თბილისში
მიკრობიოლოგის პოზიციაზე.
ფუნქცია
მოვალეობები:
- გააკონტროლოს წარმოების პროცესი თითოეულ ეტაპზე. შემოტანილი და
წარმოებაში გამოყენებული ნედლეული, პროდუქციის შექმნის პროცესი და
საბოლოო პროდუქტი, რომელიც შეიფუთა და უნდა მიეწოდოს მომხმარებელს.
- საქართველოს მთავრობის დადგენილებების და ISO სტანდარტებით გათვალისწინებული სიხშირით და
მეთოდოლოგიის შესაბამისად აიღოს სინჯები წარმოების სხვადასხვა ეტაპიდან,
ჩაატაროს მიკრობიოლოგიური კვლევა და გაანალიზოს მიღებული შედეგები.
- საწარმოს,შესაფუთი მასალებისა და პერსონალის ჰიგიენის
მიკრობიოლოგიური კონტროლი;
- ნედლეულის, მზა პროდუქციის მიკრობიოლოგიური ანალიზი;
- აწარმოოს CCP მონიტორინგი;
- საწარმოში გამოყენებული სარეცხი-სადეზინფექციო ხსნარების
მიკრობიოლოგიური ტესტირება;
- ლაბორატორიის საწყობი - ქიმ.რეაქტივები, მიკრობიოლოგიური საკვები
არეები, მიკრობიოლოგიური ჭურჭელი.
- ყოველდღიურად აწარმოოს მონიტორინგის დოკუმენტაცია.
- კომპანიაში არსებული პროცესებისა და ინსტრუქციების მიხედვით
სამუშაო პროცესის მართვა;
- მიმდინარე საქმეების მუდმივი რეპორტინგი ხელმძღვანელთან წინასწარ
შეთანხმებული ვადებით, ხარისხითა და ფორმებით;
- საწარმოო პროცესებში შეუსაბამოების, ხარვეზებისა და რისკების
გამოვლენა, მიზეზების განსაზღვრა და შესაბამისი რეაგირება;
- ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება
ფუნქციონალურ ჭრილში;
- დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სულ მცირე 3 წლის სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით:
- უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული
პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- ISO & HASPI სტანდარტების
ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის მართვის უნარი;
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ინიციატიურობა.
გთხოვთ,
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV