შპს
„ქართუ - უნივერსალი“ ნაყინის მწარმოებელი ქართული კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან
ოპერირებს ბაზარზე. კომპანია აწარმოებს ყველასთვის
ცნობილ და საყვარელ ბრენდებს - „თოლია“- ს და „კამპარა“ - ს.
კომპანიის
შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://tolia.ge/
ყველაზე
გემრიელი და მხიარული გუნდი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ძირითადი
ფუნქციები:
- კლიენტების კონსულტირება და მომსახურება;
- სალაროსთან და პროგრამასთან მუშაობა;
- პროდუქციის მიღება და განთავსება მერჩენდაიზინგის
წესების დაცვით;
- სანაყინე დანადგარების გამართული მუშაობისთვის
შესაბამისი პროცედურების დაცვა;
- უსაფრთხოების და ჰიგიენის სტანდარტების
დაცვა;
საკვალიფიკაციო
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო
დონეზე;
- პროგრამების ცოდნა: MS Excel;
1C
თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის
გამოცდილება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის
გამოცდილება.
სამუშაო
პირობები:
- ადგილი: თბილისის
სხვადასხვა უბანი
- გრაფიკი: დღეში 6-8 საათი
- ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური საათები;
- ანაზღაურება: 1300-1600 ლარი
- საჭიროების შემთხვევაში ტრანსპორტირება
საცხოვრებელ ადგილამდე
დაინტერესებულ
პირებს ვთხოვთ გამოგზავნონ რეზიუმე.
დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ
კანდიდატებს.
თოლია წარმატებებს გისურვებთ!