ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
ROOMS TBILISI აცხადებს ვაკანსიას IT დამხმარის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- გაუწიოს დახმარება დეპარტამენტის კოორდინატორს და შეასრულოს
- მათგან მიღებული მითითებები და დავალებები;
- უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერით ქსელის მომხმარებლები;
- უზრუნველყოს ტექნიკური მხარდაჭერით საქმიანი შეხვედრები და ტრენინგები;
- ტექნიკური ხარვეზების არსებობის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები;
- დარწმუნდეს რომ სასტუმროში არსებული პროგრამა და აპარატურა გამართულად მუშაობს;
- მოაწყოს ქსელის მომხმარებლების სამუშაო ადგილი და უზრუნველყოს როგორც ქსელის, ასევე ინფორმაციისა და სხვა ფაილების უსაფრთხოება;
- შეეძლოს ქსელური პრობლემების დიაგნოსტიკა, იზოლირება და აღმოფხვრა;
- მჭიდროდ ითანამშრომლოს სერვის-პროვაიდერთან ოფისის ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად.
საჭირო უნარები:
- სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობაში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- საცხოვრებელი;
- დაზღვევა;
- კვება;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 აგვისტომდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.