პრემიუმ +

მოლარე-კონსულტანტი

02 ივლისი - 01 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
850-1200 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
ცვლები
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული
ენები
ქართული
დეპარტამენტი
გაყიდვები
უნარები
კომუნიკაბელურობა, დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი

ვაკანსიის აღწერა

wegroup-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების ბაზარზე, მაღაზიების ქსელით MANDARINA და REDBERRY. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში  მუდმივად 

ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.

 

REDBERRY -ს  მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში ვეძებთ ენთუზიაზმით სავსე და მოტივირებულ კანდიდატებს მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

 

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი, კვირაში 6 დღე, ცვლებში (6 საათიანი ცვლები), ერთი დღე 12 საათიანი ცვლა, კვირაში 1 დასვენების დღე.

ანაზღაურება: საშუალო თვიური 850-1200 ლარი

 

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:


  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
  • სტაბილური სამსახური;
  • ჯანსაღი სამუშაო გარემო;
  • მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა.

ფუნქციები და მოვალეობები:


  • პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
  • პროდუქტის ეფექტურად პრეზენტაციის უნარი;
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქციასთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • მომხმარებლის მოსმენა და მისი საჭიროებების იდენტიფიცირება;
  • მაღაზიაში არსებული პროდუქციის კონტროლი;
  • სალარო პროცედურების დაცვა;
  • პროდუქციის განლაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ ჩვევები:

 

  • სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/411JsLA და გადმოაგზავნოთ რეზიუმე/CV.

კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

 

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.

 

გისურვებთ წარმატებებს!

02 ივლისი - 01 აგვისტო