სალათის საწარმოს საოპერაციო და ადმინისტრაციული კოორდინატორი
მაკდონალდს საქართველოს სალათის საწარმო აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო და ადმინისტრაციული კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00;
- საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
დამატებით:
- შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა; ინდივიდუალური განვითარების გეგმა;
- ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
- სადაზღვევო კომპანია „არდის“ სამედიცინო დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- 70% კვების შეღავათი მაკდონალდსის რესტორნებში სამუშაო დროის პერიოდში;
სალათის საწარმოს საოპერაციო და ადმინისტაციული კოორდინატორი უშუალოდ ექვემდებარება საწარმოს ხელმძღვანელს. სალათის საწარმოში ჯამში 20-მდე თანამშრომელია დასაქმებული. სალათის საწარმოს საოპერაციო და ადმინისტაციულ კოორდინატორს უშუალო დაქვემდებარებული არ ჰყავს. საწარმოს მცირე მასშტაბიდან გამომდინარე, საოპერაციო და ადმინისტრაციული კოორდინატორი ჩართულია საწარმოს მართვის პროცესში რამოდენიმე მიმართულებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სალათის საწარმოს ბიზნეს პროცესების მიხედვით, შიდა ადმინისტრაციული ბრძანებების, დამტკიცებული პოლიტიკების, ხელშეკრულებების, შეხვედრის პროტოკოლების განახლება/შექმნა. შექმნილი დოკუმენტების შიდა პროგრამაში რეგისტრაცია და სათანადო შენახვა. თავის მხრივ, ყველა დოკუმენტი გადის რევიზიას პასუხისმგებელი დეპარტამენტის მიერ.
- ხელმძღვანელის დავალებით პარტნიორ კომპანიებთან ხელშეკრულებების განახლების/გაფორმების პროცესის კოორდინაცია. ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის რეგისტრაცია შიდა პროგრამაში, რომელიც გადის დადასტურების ჯაჭვს და საბოლოო ეტაპზე იურიდიული დეპარტამენტისგან დოკუმენტის მიღება.
- საჭიროების შემთხვევაში თანამშრომელთა მოზიდვის / შერჩევისა და აყვანის პროცესის კოორდინაცია ხელმძღვანელთან შეთანხმებითა და გაწერილი პროცესის მიხედვით;
- ახალი თანამშრომლის დოკუმენტაციის გამზადება დამტკიცებული შაბლონებით. ახალი თანამშრომლის რეგისტრაცია შიდა პროგრამაში და პირადი საქმის ორგანიზება;
- სალათის საწარმოში აყვანილი ახალი თანამშრომლების ორიენტაციისა და Onboarding ტრენინგის ორგანიზება გაწერილი პროცესის მიხედვით;
- თანამშრომელთა ხელშეკრულებაში ცვლილების შემთხვევაში (დაწინაურება, ტარიფის ზრდა, ა.შ.) დამტკიცებული შაბლონების მიხედვით დოკუმენტაციის გამზადება და შიდა პროგრამაში რეგისტრაცია; • თანამშრომელთა შეფასებისა და მასზე დაფუძნებული საბონუსე სისტემის მართვაში მონაწილეობა წელიწადში ორჯერ;
- სალათის საწარმოში დაგეგმილი სამოტივაციო ღონისძიებების ორგანიზება;
- სალათის საწარმოს ჭრილში დამტკიცებული ტრენინგ კალენდრით განსაზღვრული ღონისძიებების ორგანიზება;
- სალათის საწარმოს თანამშრომელთა ტაბელის წარმოება;
- სალათის საწარმოს თანამშრომელთა განრიგის შედგენა ხელმძღვანელთან ერთად და თანამშრომლებისთვის გაცნობა თვეში ერთხელ;
- სალათის საწარმოს ჭრილში დაგეგმილი სამივლინებო ვიზიტების (ქვეყნის შიდა/გარე) შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მაკდონალდსის ადმინისტრაციული მენეჯერისთვის პროცესით გაწერილი ვადების დაცვით.
- ყოველდღიურ საოპერაციო პროცედურებში ჩართულობა ხელმძღვანელის დავალებით. მათ შორის, მომწოდებლებთან კომუნიკაცია და შესყიდვების პროცესში მონაწილეობა;
- საწარმოს ყოველწლიური აუდიტის პროცესში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციული მიმართულებით;
- უმაღლესი განათლება;
- სასურველია ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის B1 დონეზე ფლობა;
- MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- დროის მენეჯმენტის უნარი;
- განვითარებაზე ორიენტირებული.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 2 აგვისტოს ჩათვლით.
რეზიუმეს გაგზავნით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ მაკდონალდს საქართველოს მიერ, ჩემი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს ჩემი პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია) დამუშავება, შენახვა და მესამე პირთათვის გადაცემა. თანხმობა ეხება შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს (პირადი ნომერი, სერია და სხვა), მისამართს, განათლებას, სამუშაო ადგილს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ბიოგრაფიას, სარეკომენდაციო წერილებს, ფოტოსურათს, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. თანახმა ვარ, მაკდონალდს საქართველოს მიერ ჩემი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს 3(სამი) წლის ვადით ზევით მითითებული მიზნიდან გამომდინარე. ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი ვთქვა ჩემს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: Vacancysalad@mcdonalds.ge ვადასტურებ აღნიშნულ ანკეტაში ჩემს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემების სისწორეს.