შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: მიმტანი.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: 7 საათიანი სამუშაო დღე
ანაზღაურება: 800-1000-1500 ლარი (ზრდის პერსპექტივით)
ფუნქცია-მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და დროული გამასპინძლება სტანდარტების შესაბამისად;
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
- სტუმრებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება და მენიუში არსებული პროდუქციის შეთავაზება;
- ანგარიშსწორების წარმოება;
- სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
- ბარის ინვენტარის გაფრთხილება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
- ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- თავაზიანობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).