სტანდარტული

ბრენდ მენეჯერი

05 ივლისი - 04 აგვისტო
დეტალები
მისამართი
64 დავით გურამიშვილის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:00 - 18:00
ენები
ქართული, English
განათლება
ბაკალავრი

ვაკანსიის აღწერა

სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი N64
სამუშაო განრიგი: კვირაში 40 საათი, ორშაბათი - პარასკევი, 09:00 – 18:00სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება;
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სტრატეგიის განსაზღვრა და შესაბამისი სარეკლამო თუ სხვა აქტივობების განხორციელება;
  • არსებულ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, მათთან საუკეთესო კომერციულ პირობებზე შეთანხმება და თანამშრომლობა;
  • გაყიდვების დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ბრენდების/პროდუქციის პრეზენტირება და ტრენინგი;
  • შესყიდული პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
  • გაყიდვების სამსახურთან კოორდინაციაში ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება;
  • ბაზრის/კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
  • ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება;
  • მერჩენდაიზინგის მონიტორინგი და მათთვის რეკომენდაციების მიცემა (გაყიდვების დეპარტამენტთან ერთად);
  • მარაგების მართვა;
  • ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მსგავს დარგში;
  • სასურველია ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია ინგლისური ენის C1 დონეზე ფლობა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
  • აუცილებელია Excel-ის კარგად ცოდნა;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარი;
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV).

Tel: 595089796

გისურვებთ წარმატებებს!

„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს)  გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე),  თქვენი, როგორც  ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის  , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“

მისამართი
ელეფთერ ანდრონიკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო
05 ივლისი - 04 აგვისტო