სტანდარტული

Ბიზნესპროექტების უმცროსი მენეჯერი

05 ივლისი - 04 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

Extra -ში Junior Business Project Manager-ის ვაკანსია გვაქვს!

Extra ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.
ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 150 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში. იგი ასევე უზრუნველყოფს უფასო მიტანის სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით თბილისსა და რეგიონში. 

Extra-ს Junior Business Project Manager -ის როლი მოიაზრებს:

  • პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებასადა დამუშავებას;
  • პროექტის ბიუჯეტის კონტროლს;
  • საჭირო რესურსების განსაზღვრას, ალოკაციას;
  • პროექტების გეგმის შედგენას;
  • პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციების ადმინისტრირებას;
  • პროექტის დედლაინების მონიტორინგს;
  • პროექტთან დაკავშირებული რეპორტების მომზადებას.
ამ პოზიციაზე თავს კომფორტულად იგრძნობთ თუ:

  • გაქვთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ფლობთ ინგლისურ ენას;
  • ხართ პრეზენტაბელური;
ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და პროგრესულ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
დაინტერესების შემთხვევაში CV გადმოგვიგზავნეთ შემდეგ ლინკზე: https://bit.ly/3xcyuTY

გისურვებთ წარმატებას !

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყონებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.


მისამართი
41 პეკინის გამზირი, თბილისი, საქართველო
05 ივლისი - 04 აგვისტო