სტანდარტული

საწყობის მარაგების მართვის სპეციალისტი

09 ივლისი - 08 აგვისტო
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1500-2000 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია "გსმ სერვისი" 2019  წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ავტო/ტექ მომსახურეობა როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი,  ვარკეთილი, თვალჭრელიძის მე-4 შესახვევი, #5
სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული; 
ანაზღაურება: 1500-2000 ლარი

კომპანია "გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას - საწყობის მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყობში მიღება-გაცემის, ნაშთების პროგრამულ    მონაცემებთან და საბუღალტრო დოკუმენტაციასთან შედარება და კონტროლი.
  • ავტოსათადარიგო ნაწილებისთვის ნომენკლატურის/ბარკოდების მინიჭება და საწყობში განთავსება;
  • ავტოსათადარიგო ნაწილების მოძრაობის შესაბამისი ზედნადებების გამოწერა;
  • მოთხოვნილი ნაწილის ობიექტზე ან ადგილზე მიწოდების უზრუნველყოფა;
  • ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და შენახვა;
  • საწყობის პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიაში არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების, პროცედურების, ინსტრუქციების და წესების განუხრელად დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • რომელიმე ERP პროგრამის ცოდნა (მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობას;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) და  Excel  პროგრამის ცოდნა;
  • პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესულ გარემოში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ცვლილებთან შეგუების უნარი;
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV.



09 ივლისი - 08 აგვისტო