სტანდარტული

დასუფთავების თანამშრომელი

10 ივლისი - 22 ივლისი
დეტალები
მისამართი
თამარ ჭოველიძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

რესტორანი „ლოლიტა  აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, თ.ჭოველიძის N7

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • ტერიტორიის ყოველდღიური დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
  • ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • სამუშაო აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა;
  • კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და მოვალეობის შესრულება პროცედურების დაცვით.

დამატებითი მოთხოვნები:


  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:


  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის  22 ივლისის ჩათვლით.


კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
10 ივლისი - 22 ივლისი