არტ ჰაუსი – ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადახსვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს.
ძირითადი მოვალეობები:
- ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
- ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის
- გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
- სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
- რესტორანში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
- ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
- თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
- აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
- კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
- მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით.
გისურვებთ წარმატებას!