პრემიუმი

მარკეტინგის კოორდინატორი

10 ივლისი - 01 აგვისტო
დეტალები
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS - ი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის კოორდინატორის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველდღიური მარკეტინგული დავალებების განსაზღვრა, ჩართულობა და კოორდინაცია;
  • კონტენტ კალენდრის კონტროლი და საჭირო მასალების თავმოყრა; 
  • დაგეგმილი აქტივოვების მიხედვით მარკეტინგულ კამპანიებში მონაწილეობის მიღება და აღსრულება;
  • პროდაქშენის მიმართულებით სტამბებთან კომუნიკაცია, შეკვეთების განთავსება და კონტროლი (ხარისხის, გადარიცხვების);
  • ღონისძიებებისთვის საჭირო მასალის/პროგრამის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
  • მარკეტინგის ბიუჯეტის მართვა და ხარჯების კონტროლი;
  • ადმინისტრაციულ საკითხების მართვა, მათ შორის შეხვედრების დაგეგმვა, მარკეტინგის კალენდრების მართვა და მარკეტინგული მასალების ორგანიზება;
  • ბრენდის თანმიმდევრულობის უზრუნველყოფა ყველა მარკეტინგულ არხსა და მასალაში;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებთან მჭიდროდ თანამშრმლობა და კოორდინაცია.
დამატებითი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის, ბიზნესის, ან მომიჯნავე სფეროში;
  • აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
საჭირო უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კრეატიული მოაზროვნე;
  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
დამატებითი სარგებელი:

  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • დაზღვევა;
  • სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  1 აგვისტომდე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
10 ივლისი - 01 აგვისტო