რუმსი, რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: ROOMS KAZBEGI, ROOMS TBILISI, ROOMS KOKHTA, ROOMS BATUMI, HOLIDAY INN TBILISI აცხადებს ვაკანსიას „HOLIDAY INN TBILISI“-ს რეგისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
- ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
- ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება;
- სტუმართან თავაზიანი შეხვედრა.
- რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
- სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
- სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
- სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
- გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება რომ სტუმარმა არ დატოვოს სასტუმრო ანგარიშსწორების გარეშე;
- სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
- სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
- სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ.
საჭირო უნარები:
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- ტრანსპორტირება ღამის საათებში;
- დაზღვევა;
- კვება;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 აგვისტომდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.