კომპანია „DG ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარე თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, 2 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1100 - 1200 ლარი
მდებარეობა: თბილისი, ლილო
ფუნქცია-მოვალეობები:
- საწყობში პროდუქციის მიღებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
- საწყობში შემოსული ტვირთის მანქანიდან ჩამოტვირთვა;
- კატეგორიების მიხედვით, პროდუქციის დახარისხება და შესაბამის თაროზე განლაგება;
საჭირო უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტაციის უნარი
- საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ან მოგვწეროთ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "DG ჰოლდინგმა“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!