standart

გარე გაყიდვების მენეჯერი

10 ივლისი - 09 აგვისტო
დეტალები
მისამართი
2 უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს „ანაქსი“ აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა : თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 2
დასაქმების ტიპი : სრული განაკვეთი

 

„ანაქსი“ გახლავთ კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სრული საინჟინრო სისტემების როგორც პროექტირებას, ისე შესრულებას.

ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური დამკვეთების მოძიება/კომუნიკაცია/აღრიცხვა
** სამშენებლო ბაზრის კვლევა
** მიმდინარე/მშენებარე ობიექტებზე ვიზიტი
** პასუხისმგებელ პირებთან ჩვენი კომპანიის სერვისის შეთავაზება
** შეხვედრების ორგანიზება


კვალიფიკაცია :
** გარე გაყიდვების პოზიციაზე მინ.2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო სფეროში გამოცდილებას)


უნარ-ჩვევები:

** ძლიერი მოლაპარაკებისა და კომუნიკაციის უნარი
** პუნქტუალურობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირება
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები


ჩვენ გთავაზობთ :

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
**
Fitpass
**
პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე :
t.maglakelidze@anax.ge;
სათაურის ველში" ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „ანაქსმა“ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


კომპანია „ანაქსი“ გისურვებთ წარმატებებს!



კატეგორია
ინჟინერია
სლოგანი
შექმენი უსაფრთხო გარემო ანაქსთან ერთად!
მისამართი
2 უნივერსიტეტის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
10 ივლისი - 09 აგვისტო