standart

მომხმარებლებთან ურთიერთობის ჯგუფის კოორდინატორი

16 ივლისი - 15 აგვისტო
დეტალები
მისამართი
76 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
09:30 - 18:30

ვაკანსიის აღწერა

სს „თიბისი ლიზინგი“ აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის ჯგუფის კოორდინატორის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი, 76მ ილია ჭავჭავაძის გამზირი


სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30-18:30 (შესვენება 1 საათი)

 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:


  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • დანაზოგის შექმნას საპენსიო ფონდისთვის;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ სპეციალურ შეთავაზებებს სხვადასხვა პროდუქტზე 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 


  • მომხმარებლებთან ურთიერთობის ჯგუფის საქმიანობის მონიტორინგი
  • ქოლ-ცენტრის გამართული ფუნქციონირებისთის საჭირო პროცესების დაგეგმვა, პროცედურების შემუშავება
  • ქოლ-ცენტრის მუშაობის ანალიზი და რეპორტინგის წარმოება
  • Facebook-ის response rate-ის კოორდინირება და კონტროლი
  • მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების ორგანიზება/ანალიზი
  • მომხმარებლებთან დაკავშირებული პრეტენზიების/პრობლემური საკითხების მართვა და საპრევენციო ღონისძიებების დაგეგმვა
  • კოორდინაცია დაკავშირებულ დეპარტამენტებთან
  • სხვა სახის რეპორტინგი საჭიროების შემთხვევაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება
  • მომსახურების სფეროში (სასურველია ქოლ-ცენტრში) მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
  • გუნდის მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა
  • სასურველია CRM-ისა და Qmetrics-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება 

პიროვნული თვისებები: 


  • ლიდერული უნარები
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება
  • გუნდური მუშაობის უნარი

დამატებითი ინფორმაცია:


გაცნობებთ, რომ სს "თიბისი ლიზინგი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.


სს "თიბისი ლიზინგის" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.


თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 12 27 77 *2277;


დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

კატეგორია
ფინანსები
მისამართი
76 ილია ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი 0179, საქართველო
სოციალური ქსელები
16 ივლისი - 15 აგვისტო