standart

სპეციალური პედაგოგი

16 ივლისი - 15 აგვისტო
დეტალები
მისამართი
46 Tevdore Mghvdeli St, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაცია  „მშობლების თანადგომას“ 18 + დღის ცენტრი აცხადებს კონკურსს  სპეციალური პედაგოგის პოზიციაზე.

სამუშაო საათები მოიცავს კვირაში ხუთ სამუშაო დღეს 10:00 – 16:00 საათამდე.
ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით, გაზრდის პერსპექტივით ! 

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:  „მშობლების თანადგომა“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია.
ორგანიზაციის მიზანია: სხვადასხვა  დარღვევების მქონე პირთა სოციალური ინტეგრაცია-ინკლუზიის ხელშეწყობა, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, მათი და ოჯახების  წევრების  უფლებების  ადვოკატირება

პოზიციის დასახელება: 18+  დღის ცენტრის სპეციალური პედაგოგი(პროფესიული  ზრდის პერსპექტივით)

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:    

  •     შშმ.    ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა;
  • ინტერდისციპლინური გუნდის წევრებთან ერთად  ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა და წარმოება;
  •  დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარების გამომუშავების ხელშეწყობა;
  • ორგანიზაციის და  დღის ცენტრის შინაგანაწესის და სტანდარტების დაცვა;
საკვალიფიკაციო  მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება  შშმ პირათა საკითხებთან დაკავშირებულ სფეროში, ფსიქოლოგია,ოკუპაციური თერაპევტი,  სოცმუშაკი, სპეც პედაგოგიკაში ან მომიჯნავე სპეციალობებში;
  • შშმ. პირებთან მუშაობის  გამოცდილებაა (გამოცდილებად ჩაითვლება პრაქტიკისა და სტაჟირების კურსები);   
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ( MS Word, exel,  )
მოთხოვნები სპეციფიკური და პიროვნული უნარების მიმართ:  

  • სოციალურ სფეროში მუშაობის გამოკვეთილი ინტერესი;
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობა;
  • დატვირთულობის/დაძაბულობისა და კრიტიკის მიღების უნარი;
  • კეთილსინდისიერება/სანდოობა;
  • მოქნილობა, გამძლეობა (სტრესის დაძლევის უნარი);
  • სხვების დახმარებაზე ორიენტაცია;
  • კომუნიკაბელურობა, ინიციატივა;
  • მიზანსწრაფულობა;
  • ადაპტაციის უნარი.
შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი - CV-ის განხილვა;
2 ეტაპი - გასაუბრება;
3 ეტაპი - შერჩევა, ხელშეკრულების გაფორმება.

გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: natiakikvadze52@gmail.com ელფოსტის  “subject”  ველში აუცილებლად მითითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 25 აგვისტო 2024  წელი.

კატეგორია
სოციალური სერვისები
სლოგანი
რუნველყოთ შშმ. პირთა თანასწორი ღირსეული ცხოვრება, ინკლუზიურ საზგადოებაში.
მისამართი
46 Tevdore Mghvdeli St, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 ივლისი - 15 აგვისტო