standart

სერვისის მიმღების თანაშემწე / მძღოლი

17 ივლისი - 16 აგვისტო
დეტალები
მისამართი
155 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

Mini -ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას სერვისის მიმღების თანაშემწის / მძღოლის პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სერვისის მიმღებისგან ავტომობილის ჩაბარება და ინფორმაციის მიღება სერვისზე შემოსული ავტომობილის ჩივილის/ხარვეზის თაობაზე;
  • ავტომობილის ტრანსპორტირებისას/ტესტ დრაივისას აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება სერვისის მიმღებთან;
  • ავტომობილის შიდა ტრანსპორტირების დეტალურად ასახვა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • ავტომობილების მოწესრიგება შოურუმში განსათავსებლად;
  • შეძენილი ან/და სერვისიდან მოწოდებული ავტომობილის შემოწმება და მომხმარებლისთვის გადასაცემად მომზადება; 
  • აღმოფხვრილი ჩივილების/ხარვეზების დადასტურება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ავტომობილის აგებულების ცოდნა;
  • ავტომობილის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ჯი-თი მოტორს"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!

მისამართი
155 დავით აღმაშენებლის ხეივანი, თბილისი, საქართველო
17 ივლისი - 16 აგვისტო