კომპანია extra.ge აცხადებს ვაკანსიას - უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე
extra.ge არის მაღაზიების ციფრული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს 620-ზე მეტი პარტნიორის 200 000-ზე მეტ ნივთს.
extra.ge - ს ვებ გვერდზე შესაძლებელია მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.
extra.ge-ს მაღაზიების ციფრული პლატფორმა უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი.
- მერჩანტებთან კომუნიკაცია, თანხების შედარება.
- ხელფასების დარიცხვა/გადარიცხვა
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: ანალოგიურ პოზიციაზე მინ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია ბალანსთან მუშაობის გამოცდილება);
- Microsoft პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- პრობლემის დროულად იდენტიფიცირების და გადაჭრის უნარი;
- სამუშაოს შესრულების სისწრაფე, ოპერატიულობა, სიზუსტე;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაო გრაფიკი:
- 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
- 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე
თუ გსურს გახდე ჩვენი გუნდის წევრი, გაგვიზიარე CV შემდეგ ლინკზე: https://bit.ly/3g2x0px
გისურვებთ წარმატებას !