პრემიუმი

უმცროსი ბუღალტერი

18 ივლისი - 17 აგვისტო
დეტალები
მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შემომყვანი ტურისტული სააგენტო  მიმინო კავკასიაში“  ეძებს კანდიდატს უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.


ტურისტული კომპანია „მიმინო კავკასიაში“ შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით აქტიურად ოპერირებს ბაზარზე უკვე 12+ წელია და მომხმარებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ტურისტულ პაკეტებს, მათ შორის კომბინირებულ ტურებს კავკასიის რეგიონის მასშტაბით.


ძირითადიფუნქცია-მოვალეობები:


  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვა პროგრამაში (ბანკები, რეალიზაციები, ხელფასები და ა.შ.);
  • ზედნადებებისა და ფაქტურების შედარება;
  • საბანკო გადარიცხვები;
  • მთავარი ბუღალტრისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:


  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
  • მნიშნელოვანია საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სხარტი და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული;
  • დელიკატური, ორგანიზებული, მობილიზებული;
  • გუნდური მოთამაშე;

რას გთავაზობთ ჩვენ:


  • თანამდებობრივი სარგო: 1500 ლარი ხელზე ასაღები;
  • ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა;
  • ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტი;
  • სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე, 40 საათი;
  • შვებულების 28 დღე;
  • სხვადასხვა სახის აქტივობები გუნდის შესაკავშირებლად (Team Building Activities);
  • პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგ კურსები;
  • პროფესიონალი გუნდი;

თუკი თვლით, რომ თქვენი პერსონალური თვისებები და პროფესიულ/ენობრივი კვალიფიკაცია თავსებადია მოცემულ მოლოდინებთან, გთხოვთ, თქვენი მონაცემები გამოგვიგზავნოთ.


მადლობა „მიმინო კავკასიაში“ არსებული ღია პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მისამართი
7 ცოტნე დადიანის ქუჩა, თბილისი, საქართველო
18 ივლისი - 17 აგვისტო