standart

დამხმარე ბუღალტერი

19 ივლისი - 18 აგვისტო
დეტალები
მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი
ხელფასი
600-800 ₾
დასაქმების ტიპი
არასრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
11:00 - 18:00
ენები
ქართული
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
ფინანსები
უნარები
პასუხისმგებლიანი, ბუღალტერია

ვაკანსიის აღწერა

ეი სი ბუღალტრული კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ბუღალტრულ და აუდიტორულ მომსახურებას.

ეი სი ბუღალტრული კომპანია ეძებს თანამშრომელს დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პირველადი ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვა პროგრამაში (ბანკები, რეალიზაციები, ხელფასები და ა.შ.);
  • ზედნადებებისა და ფაქტურების შედარება;
  • საბანკო გადარიცხვები;
  • მთავარი ბუღალტრისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების მიმართულებით;
  • მნიშვნელოვანია საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • სხარტი და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული, მობილიზებული;
  • გუნდური მოთამაშე.
რას გთავაზობთ ჩვენ:

  • თანამდებობრივი სარგო: 800 ლარი ხელზე ასაღები. (გამოსაცდელი ვადის პერიოდში 600 ლარი)
  • სამუშაო განრიგი: კვირაში 3 დღე, 11:00 - 18:00
  • შვებულება 28 დღე
  • პროფესიული ზრდა - პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგ კურსები
  • პროფესიონალი გუნდი
თუკი თვლით, რომ თქვენი მონაცემები და პროფესიულ კვალიფიკაცია შეესაბამება მოცემულ ვაკანსიას, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

მადლობა ეი სი ბუღალტრულ კომპანიაში არსებული ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
19 ივლისი - 18 აგვისტო