აბანოთუბანი ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აბანოთუბანი
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: 1000-1500(ზრდის პერსპეტივით, დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ობიექტებში არსებული ტექნიკის პროგრამული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა
- ახალშესყიდული და გარემონტებული კომპიუტერული და ორგ. ტექნიკის დაყენებასა და ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
- სამომხმარებლო ქსელისთვის კაბელების გაყვანა-მონტაჟი, გაყვანილი კაბელის დოკუმენტირება და ქსელურ გამანაწილებლებთან მიერთება;
- პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია, მართვა და დიაგნოსტიკა;
- სამომხმარებლო პროგრამებში წარმოქმნილი პრობლემების გაანალიზება და გადაჭრა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
- აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ოპერაციული სისტემების ცოდნა
- საოფისე პროგრამების ცოდნა, ინსტალაცია და მართვა;
- კომპიუტერის არქიტექტურის ცოდნა, დიაგნოსტიკა და მომსახურება;
- ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა;
- პრინტერების და სხვა საოფისე აპარატების ცოდნა, ინსტალაცია, კონფიგურირება და დიაგნოსტიკა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).