standart

ლოჯისტიკის უმცროსი სპეციალისტი

21 აგვისტო - 20 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
155 კახეთის გზატკეცილი, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

კომპანია „ნობლექსი“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით „აგროსფერო“.


 „აგროსფერო“ არის პირველი სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის  მწარმოებელი კომპანია საქართველოში. 

  

კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:  


ვებ. გვერდზე: www.agrosphere.ge/about  

ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge 

Facebook: https://agrosphe.re/facebook 

Youtube: https://agrosphe.re/youtube 

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ლოჯისტიკის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობას.


ფუნქცია-მოვალეობები: 


პროდუქციის შეკვეთის ფორმირება, პროგრამაში შეკვეთის განთავსება; 

უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა; 

საერთაშორისო გადაზიდვებზე ტენდერების ჩატარება და ფასთა გამოკითხვის წარმოება; დოკუმენტების მიხედვით მომწოდებლის შეკვეთის პროგრამული ასახვა და გადაზიდვის სტატუსის კონტროლი; 

საიმპორტო დოკუმენტების შეგროვება, შემოწმება; 

საჭიროების შემთხვევაში Eur-1 დოკუმენტის ან ინვოისში პრეფერენციული ჩანაწერის მოთხოვნა; საწყობში პროდუქციის ფაქტიური შემოსვლის კონტროლი. 

(იგულისხმება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი - პესტიციდები, სასუქები, სათესლე მასალა,  ტექნიკა, სამუშაო იარაღები და ა.შ.) 


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  


აუცილებელია, ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა 

აუცილებელია, MS Excel-ის ცოდნა 

სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 


სამუშაო პირობები:  


სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155, აგროსფერო 

სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00 სთ (ორშაბათი-პარასკევი) 


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.


გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "ნობლექსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას,  ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"  საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. 


ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 თვისა. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთაემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.


მისამართი
155 კახეთის გზატკეცილი, თბილისი 0190, საქართველო
21 აგვისტო - 20 სექტემბერი