სადილერო კომპანია "Auto home" აცხადებს ვაკანსიას HR
მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი
:10:00-18:00
ანაზღაურება:
1000 ლარი (6 თვიანი გამოსაცდელი
პერიოდის განმავლობაში) შემდგომ ხელზე ასაღები : 1500 ლარი
დამატებითი ბენეფიტი - ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები:
- HR პროგრამული სისტემის (self.ge) მართვა;
- პერსონალის შერჩევის და კომპანიაში ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის/ადაპტაციის პროცესის წარმართვა (სავაკანსიო ტექსტის შედგენა/გამოქვეყნება, ტრენინგების ჩატარება, სტაჟირების პროცესის მართვა);
- საშუალო რგოლის მენეჯერების მხარდაჭერა თანამშრომელთა მენეჯმენტის და მათ გუნდთან კომუნიკაციის ნაწილში;
- ხელფასებისა და ბონუსების მართვა
- თანამშრომლებისთვის არამატერიალური სამოტივაციო პროგრამების შემუშავება/განხორციელება;
- უზრუნველყოს თანამშრომელთა კმაყოფილების, უკუკავშირის კვლევას და შედეგების ანალიზი
- შრომითი ხელშეკრულებების
გაფორმება საჭირო დისციპლინარული ღონისძიებების გატარება
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დელეგირებული სხვა ამოცანების შესრულება, პოზიციის შინაარსის შესაბამისად.
ძირითადი
მოთხოვნები:
- ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 6
თვიანი გამოცდილება
- შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა
- განიხილებიან ისეთი კანდიდატებიც, რომელთაც აქვთ HR პროექტების მართვის და თანამშრომელთა შერჩევის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
- მზარდ ანაზრაურებას
- კეთილმოწყობილ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას ან
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.