პრემიუმი

ტრენინგებისა და განვითარების მიმართულების სპეციალისტი

01 აგვისტო - 31 აგვისტო
დეტალები
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.


ROOMS- ი  აცხადებს ვაკანსიას  ტრენინგებისა და განვითარების მიმართულების სპეციალისტის  პოზიციაზე 


ძირითადი მოვალეობები:


  • უზრუნველყოს ტრენინგებისა  დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;

  • უზრუნველყოს ახალი თანამშრომლებისთვის კომპანიის ორგანიზაული კულტურის გაცნობა;

  • უზრუნველყოს ტრენინგებისთვის საჭირო მასალების მოძიება/შესყიდვა, პროცედურების ზუსტად დაცვით;

  • შეიმუშაოს ტრენინგების თემატიკა არსებული საჭიროებების შესაბამისად;

  • მონაწილეობა მიიღოს ტრენინგების პროგრამის შედგენაში, მოამზადოს  პრეზენტაციები და სხვა საჭირო მასალა.

  • მონაწილეობა მიიღოს გუნდის განვითარებასა და  სამომავლო პროექტების დამატებაში;

  • მოამზადოს ტრენინგების შესაბამისი უკუკავშირის ფორმები;

  • მონაწილეობა მიიღოს კომპანიის გუნდის განვითარებისთვის საჭიროებების კვლევაში;

  • იყოს კოლეგიალური და გუნდური მოთამაშე საერთო წარმატების მისაღწევად;

საჭირო უნარები:


  • აუცილებელია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში;

  • პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);

  • აუცილებელია  ინგლისური ენის ცოდნა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებული;

  • პრეზენტაბელური.

დამატებითი სარგებელი:


  • პროფესიული განვითარება;

  • კონკურენტული ანაზღაურება;

  • დაზღვევა;

  • კვება; 

  • სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  18 აგვისტომდე.


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.


კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
01 აგვისტო - 31 აგვისტო