ROOMS აცხადებს ვაკანსიას საკომუნიკაციო ოფისის ოპერატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სატელეფონო ზარების/შეტყობინებების მიღება, მომხმარებელთან დროული და სრულყოფილი კომუნიკაცია
- მომხმარებლისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება კომპანიაში არსებული სერვისებისა და ობიექტების შესახებ
- შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და მომხმარებლისთვის შესაბამისი დახმარების გაწევა
- პოზიციის და კომპეტენციის ფარგლებში გამავალი ზარების განხორციელება
- შემოსული ზარების ბაზაში ასახვა და საჭიროების შემთხვევაში რეპორტების წარმოება
აუცილებელი მოთხოვნა
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართული მეტყველების უნარი
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
- სასურველია კომპიუტერული პროგრამა - „OPERA” - ს ცოდნა
საჭირო უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი
- ყურადღება დეტალების მიმართ
- დროის მართვის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- თვითგანვითარების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 სექტემბრამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.