ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
ROOMS- ი აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- Windows OS სერვერების ინსტალაცია და ადმინისტრირება;
- Windows OS სერვერების სისტემების მართვა - AD DS, GPO, AD CA, PKI, DNS, DHCP, WSUS, RDS, Radius, NPS, DFS, WDS-ის და მონიტორინგი;
- Active Directory-ის კონფიგურაცია და მართვა.
- Windows OS ფაილ სერვერის მუშაობის მხარდაჭერა, წვდომების გაწერა;
- ცენტრალური ანტივირუსული სისტემის დანერგვა, მართვა, მონიტორინგი: (Symantec Endpoint Protection);
- მონიტორინგ სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია;
- Microsoft 365 ადმინისტრირება და მხარდაჭერა;
- VMware-ის პლატფორმაზე ვირტუალური გარემოს მართვა (vSAN, vCenter)
- System Log-ების მონიტორინგი;
- სარეზერვო სისტემების დანერგვა, მართვა, მონიტორინგი (Veeam);
- სისტემების და პროგრამული უზრუნველყოფების მუდმივი მონიტორინგი;
- სისტემების ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- IT პროექტების შესრულება, სამუშაო ვადები და ხარისხის კონტროლი;
- ახალი და განვითარებადი IT ტექნოლოგიების ტრენდების მონიტორინგი და სიახლეების ინიცირება;
- ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
- განხორციელებული სამუშაოების დოკუმენტირება, რეპორტის წარმოება;
- დაგეგმილი IT ინფრასტრუქტურის ტექნიკური სამუშაოების შესრულება და მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში);
- ITIL სტანდარტების საბაზისო ცოდნა;
- MCP ან MCSA ცოდნა - ჩაითვლება უპირატესობად;
- HPE, Dell, Cisco სერვერების ცოდნა;
- Microsoft Windows Server-ის ცოდნა;
- ქსელური ტექნოლოგიებისა და კონცეფციების ცოდნა;
- Powershell-ს ცოდნა მაღალ დონეზე;
- ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად;
- 2 წლიანი გამოცდილება IT ინფრასტრუქტურისა და მომსახურების მიწოდების მხარდაჭერის სფეროში ;
- Web სერვერებთან (IIS) და სერვისებთან მუშაობის გამოცდილება;
- VMware-ის ვირტუალურ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია Linux ოპერაციულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- Microsoft 365 სერვისების ადმინისტრირების გამოცდილება.
საჭირო უნარები:
- ანალიტიკური/ კრიტიკული აზროვნება;
- ორგანიზებული;
- პუნქტუალური;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დროის მენეჯმენტი;
- გუნდური;
- პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
- სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
დამატებითი სარგებელი:
- პროფესიული განვითარება;
- კონკურენტული ანაზღაურება;
- დაზღვევა;
- კვება;
- სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 5 სექტემბრამდე.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.