სასტუმრო “აფიშა”, ეძებს გუნდის წევრებს, რომელებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანმშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.
სასტუმრო “აფიშა” სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.
სასტუმრო აფიშაში, უსაფრთხოების ოფიცერი პასუხისმგებელია სასტუმროს და სასტუმროს საკუთრებაში არსებული ობიექტების, ინვენტარის, თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხოების დაცვაზე.
ძირითადი მოვალეობები:
სასტუმროს და სასტუმროს საკუთრებაში არსებული ობიექტების, ინვენტარის, თანამშრომლების და სტუმრების უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
სასტუმროს უსაფრთხოების პოლიტიკების და პროცედურების გათვალისწინებით, უსაფრთხოების სისტემების მონიტორინგი.
სახანძრო, საავარიო და საევაკუაციო, უსაფრთხოების სისტემების და მოწყობილობების ხარისხის მონიტორინგი.
სტუმრებთან პოზიტიური ურთიერთობების შექმნა, მათი უსაფრთხო განთავსებასთან დაკავშირებული საჭიროებების და პრობლემებზე დროული რეაგირება.
უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემების იდენტიფიცირება, დაუყოვნებლივ შეტყობინება და საჭიროებისამებრ მოქმედება.
მოთხოვნები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
გამართული კომუნიკაციის უნარი სტუმრებთან და თანამშრომლებთან;
ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
სასურველია, საჭიროებისამებრ, შრომის კოდექსით და შინაგანაწესით განსაზღვრული დამატებითი ანაზღაურების შესაბამისად, კანდიდატი მზად იყოს მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობისთვის საღამოს საათებში, დასვენების დღეებში და ა.შ.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV)