საგადასახადო აუდიტორი
ვაცხადებთ ვაკანსიას საგადასახდო აუდიტორის პოზიციაზე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ქსელის Kreston Global-ის წევრი კომპანიის Kreston Georgia-სთვის.
ვაკანტურ პოზიციაზე კომპანია მიესალმება საგადასახადო აუდიტის სფეროში ცოდნის და გამოცდილების მქონე სპეციალისტს, რომელიც შეუერთდება და გააძლიერებს საგადასახადო აუდიტის მიმართულების გუნდს.
სამუშაო ადგილი: თბილისი (გამონაკლის შემთხვევაში, მივლინება საქართველოს ქალაქებში).
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი), შესაძლებელია ნაწილობრივ ჰიბრიდული რეჟიმი (1-2 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა).
ანაზღაურება: პოზიციის და რანგის შესაბამისი, კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.
დამატებითი ბენეფიტები: უწყვეტი პროფესიული სწავლების და განვითარების ხელშეწყობის და დაფინანსების სისტემა, ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი მოვალეობები:
- საგადასახადო აუდიტორული პროექტის შესრულება შესაბამისი კანონმდებლობის (მათ შორის საგადასახადო კანონმდებლობის, ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების) საფუძველზე;
- საგადასახადო აუდიტის დასკვნის მომზადება;
- საგადასახადო კონსულტაციების გაწევა და სარეკომენდაციო წერილის მომზადება;
- საგადასახადო დავის წარმოებაში მონაწილეობის მიღება და საჩივრის მომზადება;
- პროექტის დაგეგმვის და მიმდინარეობის კოორდინაცია საგადასახადო აუდიტის მიმართულების ხელმძღვანელთან;
- პროექტში ჩართული ჯგუფის უმცროსი წევრებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის/ფინანსების მიმართულებით);
- საგადასახადო აუდიტორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა (მათ შორის ბოლო დროინდელი ცვლილებების);
- MS Word-ის და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
- ინგლისური ენის მინიმუმ C1 დონეზე ცოდნა;
- ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა (Oris, Fina, Info, 1C);
- გუნდში მუშაობის და გუნდის მართვის უნარი;
- ACCA-ის ჩაბარებული მოდულები ჩაითვლება უპირატესობად;
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV)
დედლაინი - 2024 წლის 15 აგვისტო.
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.