სტანდარტული

გაყიდვებისა და განვადების ოპერატორი

16 აგვისტო - 15 სექტემბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
1200 ₾ + ბონუსი
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
ჰიბრიდული
სამუშაო საათები
10:00 - 07:00
ენები
ქართული, English, Русский
გამოცდილება
1 წელზე ნაკლები
განათლება
საშუალო განათლება
დეპარტამენტი
გაყიდვები

ვაკანსიის აღწერა

Citrus.ge - ქართული ინოვაციური პროექტია, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მომხმარებლისთვის მათ სურვილებზე მორგებული ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობის სასიამოვნო გამოცდილების შექმნა და ონლაინ შოპინგის მარტივი პროცესის ორგანიზებაა. Citrus.ge - ზე ხელმისაწვდომია 40 000 - ზე მეტი დასახელების უნიკალური პროდუქტი, 300 პარტნიორი კომპანიისგან.

 

კომპანია ციტრუსი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და განვადების ოპერატორის პოზიციაზე.

 

რისი კეთება მოგიწევს


  • სატელეფონო , საიტიდან ან  სოც.ქსელების/ჩათის მეშვეობით შემოსული, პოტენცური მომხმარებლებისათვის მოთხოვნილი პროდუქციის გაცნობა, მიმდინარე აქციებისა/სიახლეების შესახებ ინფორმირება და მათთვის პროდუქციის შეთავაზება.
  • საჭიროების შემთხვევებში შემომავალ ზარებზე პასუხის გაცემა.
  • მომხმარებლებისთვის განვადების პირობების გაცნობა, განაცხადის შევსება და პარტნიორ ბანკში გადაგზავნა.
  • წინასწარ განსაზღვრული ინდივიდუალური გეგმების შესრულება.

რისი ცოდნა დაგჭირდება


  • იყო დამამთავრებლი კურსის სტუდენტი ან გქონდეს სრული უმაღლესი განათლება;
  • სასურვეია გქონდეს მომსახურების სფეროში ან გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება გამოცდილება;
  • გქონდეს ეფექტური კომუნიკაციისა და დარწმუნების უნარი;
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

საჭირო უნარები


  • ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

სამუშო პირობები


  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 6 დღე (შაბათი მოკლე სამუშაო დღე)
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი (ხელზე ასაღები) + კარგი საბონუსე სისტემა, ჯამური საშუალო გამოუშავება 1200-1500. 

ჩვენ ასევე  გთავაზობთ


  • ჯანმრთელობის დაზღვევას კომპანიის თანადაფინანსებით;
  • უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, სადაც შესაძლებლობები ყველა თანამშრომლისათვის თანაბარია;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე.

 

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცისთვის ეწვიეთ - www.citrus.ge

თქვენს მიერ რეზიუმეს  გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ", საქართველოს კანონის შესაბამისად, შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.   ანიჭებთ შპს ციტრუსს” უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;


"ციტრუსი" კანდიდატთა შერჩევას ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

 

გისურვებთ წარმატებას!

კატეგორია
საცალო ვაჭრობა
მისამართი
ვაჟა-ფშაველას გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
16 აგვისტო - 15 სექტემბერი