შპს როუთსტარ ჯორჯია საქართველოდან, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ეწევა სადისპეჩერო საქმიანობას, რაც გულისხმობს ჩვენი კონტრაქტორი მომხმარებლებისთვის ტვირთების მოძიებასა და ა პუნქტიდან ბ პუნქტამდე ტვირთის ტრანსპორტირების გაკონტროლებას. ჩვენი კომპანია ერთ ერთი ლიდერი კომპანიაა ქართულ ბაზარზე რომელიც უზრუნველყოფს სადისპეჩერო მომსახურებას აშშ-ში. კომპანია 4 წელია წარმატებულად ასრულებს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას აშშ-ს ბაზარზე და ყოველდღიურად ცდილობს გაფართოვებას და განვითარებას.
მოცემული ვაკანსია გამოცხადებულია თრექინგის სპეციალისტის პოზიციაზე, რომლის მთავარი მოვალეობაც არის ჩვენი კომპანიის დისპეჩერების მიერ აღებულ ტვირთებს გაუწიოს კონტროლი მანქანაში ჩატვირთვიდან, ჩამოცლამდე. ასევე მოიყვანოს წესრიგში საჭირო დოკუმენტაცია ტვირთის გადასატანად და ა.შ
სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
თუ დაინტერესებული ხარ ჩვენი ვაკანსიით, მეილზე გამოგვიგზავნე შენი სივი ან საკონტაქტო ინფორმაცია: hr@routestar.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ თრექინგის სპეციალისტი.