უძრავი ქონების სააგენტო ჯი ქეის ზურგს დიდი გამოცდილება, კმაყოფილი მომხმარებლები და მაღალშემოსავლიანი თანამშრომლები უმაგრებენ. მენეჯმენტი ორიენტირებულია თანამშრომლების კმაყოფილებაზე, გამომუშავებული თანხის ზედა ზღვარი კი, არ არსებობს. თუ ხარ მზად იპოვნო შენი ადგილი ჩვენს ოფისში გამოცდილების გარეშე და გამოიმუშავო ულიმიტოდ და მარტივად, ვაცხადებთ ვაკანსიას უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის / რეალტორის პოზიციაზე.
კომპანია გთავაზობთ სამსახურს მეგობრულ, პროგრესულ და სასიამოვნო საოფისე გარემოში, სადაც შეგიძლიათ სამსახურის გრაფიკი შეუთავსოთ სწავლას, შეისწავლოთ საქმე, მიიღოთ მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება გაყიდვების, მოლაპარაკებებისა და მომსახურების მიმართულებით, ამასთანავე კომპანია უზრუნველყოფს ყველა სამუშაო ხარჯს.
მოვალეობები:
პოტენციურ პარტნიორებთან და დამკვეთებთან მოლაპარაკებების წარმოება;
ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ობიექტის მოძიება;
უძრავი ქონების განთავსება შესაბამი პორტალებზე;
დამკვეთებთან შეთანხმებით ადგილზე ვიზიტების დაგეგმვა და წარმართვა;
მომხმარებელთათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
საქმის ორგანიზება და გრაფიკით განსაზღვრულ დროში გადაწყვეტა.
მოთხოვნები:
შეთავაზების უნარი;
სატელეფონო შეთავაზების უნარი;
მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
დროის მენეჯმენტი;
გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (დამატებით ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა;
გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.