სტანდარტული

საწყობის თანამშრომელი

06 სექტემბერი - 06 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

რესტორანი ,,ლოლიტა’’  აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.


სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ ჭოველიძის N7

სამუშაო განაკვეთი: სრული


ძირითადი მოვალეობები:


  • აკონტროლოს მთავარი საწყობი მარაგის (Par Stock) მიხედვით;

  • მიიღოს, მიითვალოს, დაასაწყობოს საქონელი მხოლოდ და მხოლოდ შეკვეთის ფორმის (P.O) საფუძველზე (გარდა სატესტო ან/და ახალი პროდუქციისა);

  • შეამოწმოს და აკონტროლოს მიღებული პროდუქციის ხარისხი;

  • პროგრამულად ასახოს  მიღებული საქონელი შეკვეთის ფორმის (P.O)  მიხედვით, პროდუქციის მიღების დღეს;

  • შეადაროს სასაქონლო ზედნადები და შეკვეთის ფორმა (P.O) ერთმანეთს ერთეულის ფასის და მოწოდებული რაოდენობის მიხედვით. სხვაობის არსებობის შემთხვევაში, აღნიშნოს იგი შეკვეთის ფორმაზე (P.O); 

  • უზრუნველყოს საწყობის სისუფთავე და არსებული პროდუქციის ორგანიზებული განლაგება;

  • მთავარი საწყობიდან გასცეს პროდუქცია და აღრიცხოს შესაბამისად სისტემაში;

საჭირო უნარები:


  • კარგი კომუნიკაციის უნარი;

  • პასუხისმგებლობის გრძნობა;

  • გუნდური მუშაობის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

 დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე


აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა ჯგუფმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.


კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
06 სექტემბერი - 06 ოქტომბერი