კომპანიის შესახებ
ველის მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.
ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.
ვინ ქმნის VELI.store-ს?
ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.
ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით
veli.store-ს გუნდი ეძებს პროდუქციის აგროვებისა და შეფუთვის სპეციალისტს
ძირითადი მოვალეობები:
- შეკვეთის დოკუმენტის მომზადება და მისი შემადგენელი ნაწილების მისაღებად მომზადება;
- შეკვეთის მიღება, სკანირება, ხარისხობრივად და თვისობრივად გადამოწმება, შესაბამისობისა და რაოდენობის კონტროლი;
- შეკვეთის ყველა ნაწილის, წონის, მოცულობის შეფასება და შესაბამისი შესაფუთი მასალის შერჩევა;
- შეკვეთის დადგენილი წესებისა და ვიზუალის მიხედვით შეფუთვა;
- საწყობში არსებულ პროცესებში ჩართულობა;
- შესაფუთი მასალების აღრიცხვა და წესების მიხედვით დასაწყობება, უტილიზაცია;
- უსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა და აღსრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
მდებარეობა: თბილისი, ალეკო გობრონიძის N45
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.