კომპანიის შესახებ
ველის მისია საქართველოში e-commerce-თან დაკავშირებული სტერეოტიპული წარმოდგენების ცვლილება და ახალი სტანდარტის დამკვიდრებაა.
ჩვენი ინოვაციური პლატფორმით, მომხმარებლებს ვუმარტივებთ ყოველდღიურობას და ვეხმარებით, დაზოგოს ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი, დრო.
ვინ ქმნის VELI.store-ს?
ველის ქმნიან ღია, ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად სიახლეს სწავლობენ და ცოდნას ერთმანეთს უზიარებენ.
ველის ყველა წევრი საერთო მიზნისთვის ვერთიანდებით და ადამიანებს განსაკუთრებულ მომენტებს ვუქმნით
veli.store-ის საოპერაციო გუნდ ეძებს მიღება-დასაწყობების სპეციალისტს
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს საწყობში მისაღები ტვირთების უშუალო მიღება და ტვირთის შემადგენელი ნაწილების პროგრამულად ასახვა;
- უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი, ხარისხობრივი და თვისობრივი კონტროლი;
- ცდომილების შემთხვევაში უზრუნველყოს შესაბამის მენეჯერებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია;
- უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის ადგილის ნომრების მიხედვით დასაწყობება;
- უზრუნველყოს მიღებული შეკვეთის მიხედვით შეკვეთის დოკუმენტის მიღება და შეკვეთის შემადგენელი ნაწილების შეგროვება;
- უზრუნველყოს ობიექტის ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა და აღსრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
მდებარეობა: ქ. თბილისი, ალეკო გობრონიძის N45.
სამუშაო გრაფიკი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.