Red House - უძრავი ქონების მართვის ლიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელიც უკვე 4 წელია ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული სამუშაო სპეციფიკით, პროფესიონალიზმითა და სრული სანდოობით ოპერირებს გაყიდვების სექტორში, აცხადებს ვაკანსიას პროექტების მართვის მენეჯერის პოზიციაზე, გაყიდვების მიმართულებით.
Red House-მა ამ მცირე დროში შეძლო მოეპოვებინა 100-ზე მეტი სამშენებლო კომპანიის ნდობა და თავი დაემკვიდრებინა უძრავი ქონების ინდუსტრიაში.ჩვენ შორის არსებული ექსკლუზიური პარტნიორობა კი გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოგვარჩევს სხვა ყველა კომპანიისაგან.
ძირითადი მოვალეობები:
უძრავი ქონების ბაზრის ანალიზი და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა.
კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და ურთიერთობების მართვა.
ექსკლუზიური პროექტების მართვა და გაყიდვების ხელშეწყობა.
პარტნიორი სამშენებლო კომპანიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.
სარეკლამო და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
მომხმარებელთა ბაზების მართვა
სამშენებლო პროექტების შესწავლა
მიმდინარე სამშენებლო პროექტებზე მომხმარებლის ინფორმირება
ობიექტზე ვიზიტის ორგანიზება და განხორციელება
მოთხოვნები:
უძრავი ქონების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია, მაგრამ არ არის აუცილებელი).
კომუნიკაბელური და ენერგიული.
მოლაპარაკებების წარმოების უნარები.
გუნდურობა და თანამშრომლობის უნარი.
პუნქტუალური.
ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
სამუშაო გარემო, რომელიც ორიენტირებულია პროფესიულ განვითარებაზე.
მაღალი ანაზღაურება
საინტერესო და დინამიური სამუშაო შესაძლებლობები ექსკლუზიურ პროექტებთან.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე :568 99 00 19