სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14 სამუშაო განაკვეთი: სრული ძირითადი მოვალეობები:
პურ-პროდუქტების და სხვა შეკვეთების არსებული რეცეპტებითა და სტანდარტების მიხედვით მომზადება;
საჭირო პროდუქტის ხარისხის და ეფექტური სასაწყობე რაოდენობის კონტროლი;
ყველა შეკვეთის სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით შესრულება;
სტანდარტების და ჯგუფის აღმასრულებელი შეფ მზარეულის მიერ დადგენილ რეცეპტების შესრულება;
საცხობის მაცივრების, დანადგარებისა და ღუმელების სისუფთავის უზრუნველყოფა;
სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა;
სამზარეულოს დანადგარების და აღჭურვილობის მონიტორინგი;
ჰიგიენის ნორმების დაცვა;
საჭირო უნარები:
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
პროფესიული განათლება სასმელებისა და კვების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/i5KmBKJrsR
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.