კომპანია EXTRA.GE აცხადებს ვაკანსიას კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
Extra.ge არის ყველაზე დიდი ინტერნეტ მოლი საქართველოში, სადაც წარმოდგენილია პროდუქტებისა და მომსახურებების ყველაზე ფართო არჩევანი.
Extra.ge ვებ გვერდზე არის შესაძლებელი მოძებნო დიდი და მცირე მაღაზიები და მათ მიერ განთავსებული საინტერესო პროდუქტების დიდი არჩევანი, რომლებსაც ექსტრას მომხმარებელი შეიძენს საუკეთესო პირობებით.
Extra.ge-ს ონლაინ მოლი უზრუნველყოფს ნივთების მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ძირითადი ფუნქციები:
კატეგორიის ჭრილში ვენდორ პორტფოლიოს შექმნა;
კატეგორიის ჭრილში საბაზრო ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მოქმედება;
ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება, მყარი თანამშრომლური ურთიერთობების ჩამოყალიბება;
კატეგორიაში წარმოდგენილი პროდუქტის სიღრმისეული ცოდნა;
გაყიდვებისთვის კომერციული შეთავაზებების აწყობა; მათი ეფექტურობის მონიტორინგი და კომპანიის სარგებელზე ორიენტირებული ქმედებების განხორციელება;
ინვენტორის მართვა;
ასორტიმენტის ზრდასა და გამრავალფეროვნებაზე მუდმივი ზრუნვა;
კატეგორიის ჭრილში კონტენტის უპირატესობების განსაზღვრა და მერჩენდაიზინგის მონიტორინგი;
კომპანიაში დაწესებული ძირითადი ინდიკატორების მიხედვით კატეგორიის გეგმების განსაზღვრა და რეპორტინგი;