რუმსი, რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: ROOMS KAZBEGI, ROOMS TBILISI, ROOMS KOKHTA, ROOMS BATUMI, HOLIDAY INN TBILISI აცხადებს ვაკანსიას „HOLIDAY INN TBILISI“-ს რეგისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ყოველ დილით სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
ოთახების დასუფთავების დროების სიის დალაგება;
სტუმართან თავაზიანი შეხვედრა.
რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
სტუმრის შესახებ არსებული და დამატებითი ინფორმაციის პროგრამაში შეყვანა;
სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
სტუმრების მიერ ანგარიშების დროულად დახურვის უზრუნველყოფა;
გამსვლელთა სიის ანგარიშების წარმოება რომ სტუმარმა არ დატოვოს სასტუმრო ანგარიშსწორების გარეშე;
სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება და უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარების სტატუსის შემოწმება;
სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა, სასტუმროში და მის გარეთ.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.