ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.
ROOMS TBILISI აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება;
დამატებითი მოთხოვნები:
სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.