“აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ“ საერთაშორისო კორპორაცია "აი სი არ"-ის გუნდის წევრია. კომპანია ქართულ ბაზარზე წარმოდგენილია კვების ობიექტებით, ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო", პომოდორისიმოს ქვე ბრენდი „პანუოცო“, "აი სი არ ქეითერინგი" - ღონისძიებების ორგანიზატორი კვების მიმართულებით და „ფუდ ლაბი“ - სივრცე კლინარიული მასტერკლასებისთვის.
იტალიური სწრაფი კვების ობიექტი „პანუოცო“ აცხადებს ვაკანსიას სერვისის თანამშრომელის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 33;
ფუნქცია-მოვალეობები:
- შეკვეთის მიღება და მომხმარებლის სწრაფად და ეფექტიანად მომსახურება;
- სალარო ოპერაციების შესრულება და შეკვეთის გაცემა;
- ყავის და სხვა სასმელების მომზადება;
- სალათების, ვრაპების, სენდვიჩების და მენიუში არსებული სხვა საკვები პროდუქტების მომზადება;
- ჰიგიენური ნორმების დაცვა;
პირობები:
- 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი;
- ცვლაში 3-4 თანამშრომელი;
- ანაზღაურება - 900 ლარი + ნავაჭრის %;
- ანაზღაურებადი შვებულება 4 თვის შემდგომ;
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსება;
- კვების და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
- პროფესიული ზრდის და კრიერული წინსვლის შესაძლებლობა;
უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა;
- სისწრაფე;
- პუნქტუალურობა;
- დროის მართვის უნარი;
ჩვენთან გამოცდილება არ არის აუცილებელი.
თუ გსურს შემოუერთდე ICR-ის გუნდს და მიიღო პროფესიონალებთან მუშაობის გამოცდილება , მაშინ გამოგზავნეთ CV.
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.