თანამდებობის ზოგადი მიზანია: პროექტის შესაბამისად საინსტალაციო სამუშაოების ხარისხიანად და დროულად შესრულება
საკმალიფიკაციო მოთხოვნები, ცოდნა, გამოცდილება და უნარ-ჩვევები:
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება, სპეციალობა-ტექნიკური;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში;
- უპირატესობად ჩაითვლება ელექტრიკოსის თანრიგის ქონა;
- ინგლისური ენა „Intermediate“დონეზე, რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
- IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების სტანდარტების მიხედვით დაკაბელების ცოდნა.
- ტექნიკური ნახაზის გარჩევა;
- ახალი ინფორმაციის სწრაფი მიღებისა და ანალიზის უნარი;
- პრობლემების აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ავტომანქანის მართვის მოწმობა (მინიმუმ კატეგორია B);
ძირითადი მოვალეობები:
- ელექტრული და სტრუქტურიზებული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხებისა და აქსესუარების გაყვანა და მონტაჟი,
- დაბალ ძაბვიანი (1000 ვოლტამდე) სისტემების ინსტალაცია.
- IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების მოწყობილობების და კაბელების შესაბამისი სტანდარტების მიხედვით ინსტალაცია.
- IT, უსაფრთხოების და ელექტრო სისტემების კაბელების ტერმინაცია სტანდარტების მიხედვით.
- სქემების გრაფიკული დახაზვა.
- საჭიროებისამებრ ხვადასხვა სტანდარტების მოთხოვნების შესწავლა.
- ობიექტებზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ტექნიკოსების გუნდის მართვა, ინსტალაციის დროს პრობლემების გამოჩენის შემთხვევაში დროული ინფორმირება PM-ის და ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის
- პროექტის მიხედვით სტრუქტურული საკაბელო სისტემების, საკაბელო არხების და აქსესუარების დიზაინი, ჩამონათვალის გაკეთება
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: კომბინირებული (ფიქსირებული + გამომუშავებითი + საბონუსე სისტემა);
- ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა-გოლდი, საოჯახო პაკეტი - საფასურს მთლიანად ფარავს კომპანია;
- სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა, სადაც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე იმუშავებს შუალედში 1 საათიანი დასვენების გათვალისწინებით, ხოლო შაბათ დღეს - 5 საათი; (პროექტის მიმდინარეობის შესაბამისად, შეიძლება სამუშაო განრიგი შეიცვალოს, თუმცა გარანტირებულად დაცული იქნება შრომის კოდექსით გათვალისწინებული ყველა პირობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში)
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 7 (პროექტებიდან გამომდინარე სამუშაო ობიექტი ცვალებადია)
- ხელშეკრულების ფორმა: შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით, გამოსაცდელი ექვსი თვის ვადით, ამ ვადის წარმატებით გავლის თანამშრომელთან დაიდება გრძელვადიანი ხელშეკრულება , შრომის კოდექსის მოთხოვნების თანახმად.
დასაქმებულის უფლებები:
შპს ვეზირში დასაქმებული სარგებლობს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით, კომპანია ატარებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ასევე დასაქმების შემდგომ პერიოდშიც.
დასაქმებულის ყველა უფლება კანდიდატს განემარტება გასაუბრების პროცესში.
საბუთების მიღება:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილებითა და უნარ-ჩვევებით აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი CV
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, კომპანია ბოდიშს უხდის ყველა კანდიდატს, რომ მათი ინფორმირება ვერ მოხდება ინდივიდუალურად.