სტანდარტული

პადელის კორტების ზედამხედველი

23 სექტემბერი - 04 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
არ არის მითითებული
დასაქმების ტიპი
სრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

,,ჯიმ ბრიზი’’ აცხადებს ვაკანსიას პადელის კორტების ზედამხედველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, გ. ჩუბინაშვილის #52/კონსტიტუციის #6
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

  • ზედამხედველობა გაუწიოს სათამაშო მოედანზე მიმდინარე პროცესებს;
  • მომხმარებელს გაუწიოს კვალიფიციური კონსულტაცია  და მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის, სერვისების, პროდუქტების, მომსახურების ფასების შესახებ, შესაბამისად  მოემსახუროს  მომხმარებელს  და გადასცეს შესაბამისი ინვენტარი გაწერილი სტანდარტების მიხედვით;
  • იზრუნოს ჯავშნის შესაბამისად მოედანზე დადგენილი სტანდარტების მიხედვით  მომხმარებლის განთავსებაზე;
  • მონიტორინგი გაუწიოს მომხმარებელს სათამაშო მოედანზე ყოფნისას და აკონტროლოს სათამაშო მოედანზე  მყოფი სტუმრების  ჯავშნის დრო;
საჭირო უნარები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:

  • გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
  • ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
  • მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV 2024 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით. 

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს „აჭარა კოლექტივ მენეჯმენტმა“  მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კატეგორია
ჰორეკა
ტურიზმი
მისამართი
14 მერაბ კოსტავას ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
23 სექტემბერი - 04 ოქტომბერი