სტანდარტული

მოლარე-რეგისტრატორი

23 სექტემბერი - 23 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
16 სულხან ცინცაძის ქუჩა, თბილისი
ხელფასი
900 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
არ არის მითითებული

ვაკანსიის აღწერა

შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ აცხადებს ვაკანსიას მოლარე-რეგისტრატორის პოზიციაზე.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • პრიორიტეტულია სამუშაო გამოცდილება მომსახურების სფეროში (ჰოსპიტალი, სასტუმრო);
  • სასურველია დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისურის და რუსულის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:

  • ამბულატორიული პაციენტების რეგისტრაცია;
  • სტაციონარული პაციენტების რეგისტრაცია;
  • ანალიზის პასუხების გაცემა;
  • ამბულატორიული და სტაციონარული ისტორიის წარმოება (გახსნა);
  • პაციენტთან ფინანსური ანგარიშსწორება;
  • დღის ბოლოს ფინანსური რეპორტინგი;
  • ხელმძღვანელის მითითების შესრულება;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით  09:00 - 18:00 საათამდე (შესვენება 1 საათი), შაბათი: 10:00 – 15:00 საათამდე
ანაზღაურება:  900 ლარი. (ხელზე ასაღები)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV.

შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს. 

გაითვალისწინეთ: შპს „თიმი - თბილისის მედიცინის ინსტიტუტში“ გაგზავნილი თქვენი CV „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. CV-ში მითითებული მონაცემები დამუშავდება/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, ასევე შრომითი ურთიერთობის წარმოების მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდისა და დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში. დასაქმებულის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების პირთა/თანამშრომელთა მიერ. თუ ეთანხმებით ყოველივე ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV.

მისამართი : ქ.თბილისი ს. ცინცაძის 16
ტელ: 2 90 00 01; 599 20 50 04; 

მისამართი
16 სულხან ცინცაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
23 სექტემბერი - 23 ოქტომბერი