სტანდარტული
მთავარი ბუღალტერი
24 სექტემბერი - 24 ოქტომბერი
CV-ს გაგზავნა
დეტალები
მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი
₾
ხელფასი
1800 ₾
დასაქმების ტიპი
არასრული განაკვეთი
სამუშაოს ტიპი
საოფისე
სამუშაო საათები
11:00 - 06:00
ენები
ქართული
გამოცდილება
1-2 წელი
განათლება
ბაკალავრი
დეპარტამენტი
ფინანსები
უნარები
შრომისმოყვარე, მოწესრიგებული
ვაკანსიის აღწერა
ქარ
Eng
"
A/C Accounting Company - ეი სი ბუღალტრული კომპანია
"
აცხადებს ვაკანსიას
მთავარი ბუღალტრის
პოზიციაზე კონტრაგენტი კომპანიებისათვის.
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის 12ა, კომპანიის ოფისი;
სამუშაო საათები - არასრული სამუშაო განაკვეთი (11:00-18:00) კვირაში სამი დღე.
ანაზღაურება - 1500-
1800 ლარი
(გადასახადის გარეშე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოქმედ სტანდარტებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში;
ბრუნვითი უწყისის გავლა, შესაძლო ხარვეზების ანალიზი და ყველა ანგარიშზე სწორი ნაშთების უზრუნველყოფა;
თვის, კვარტლის და წლის დახურვა კომპანიაში არსებული ვადების შესაბამისად;
პირველადი დოკუმენტაციის მომზადება, წარმოება და დაარქივების კონტროლი;
ნაკლული ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოვლენა და მოთხოვნა;
დებიტორ-კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორება;
ყოველთვიური დეკლარაციებისთვის ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გადაგზავნა/წარდგენა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირების მომზადება/გადაგზავნა;
შემოწმების პროცესში შემოსავლების სამსახურისა და გარე აუდიტორებთან ურთიერთობა;
სხვა ბუღალტრული საქმიანობის წარმოება, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე;
დირექტორის და ფინანსური დირექტორის სხვა დავალებების შესრულება;
კომპანიის შიდა პოლიტიკის, პროცედურებისა და მომხმარებელთან საკომუნიკაციო ინსტრუქციების დაცვა;
სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მოთხოვნილი ფორმების მომზადება და წარდგენა;
კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
კომპანიის საგადასახადო რისკების მინიმიზაცია;
ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV).
ეი სი ბუღალტრული კომპანია
მისამართი
ალ. ყაზბეგის გამზირი, თბილისი, საქართველო
სოციალური ქსელები
კომპანიის შესახებ
24 სექტემბერი - 24 ოქტომბერი
CV-ს გაგზავნა