პრემიუმი

გაყიდვების ანალიტიკოსი

25 სექტემბერი - 25 ოქტომბერი
დეტალები
მისამართი
ფეიქართა ქუჩა, თბილისი
ხელფასი
1500 ₾
დასაქმების ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაოს ტიპი
არ არის მითითებული
სამუშაო საათები
10:00 - 18:00

ვაკანსიის აღწერა

კომპანია ნიკორა 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა ჯგუფი წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს  მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა ჯგუფიარის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.


"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზეwww.nikora.ge  


სსნიკორას შვილობილი კომპანია შპსპარტნიორი აცხადებს ვაკანსიას  გაყიდვების ანალიტიკოსის პოზიციაზე:

სამუშაო ადგილმდებარეობა:  ფეიქრების ქუჩა 64

გრაფიკი: ორშ-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე

ანაზღაურება: 1500 ლარი


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:


  • დიდ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა, ინფორმაციის გადამუშავება და ეფექტური რეპორტინგის სისტემის შემუშავება;
  • მონაცემების შეგროვება და სიღრმისეული ანალიზი, ოპერაციების/პროცესების კალკულაცია;
  • პროდუქციის რეალიზაციისა და გაყიდვების მაჩვენებლების შეგროვება/დამუშავება და ანალიზი;
  • საქონლის ბრუნვადობის სისტემატიური ანალიზი სხვადასხვა მახასიათებლის მიხედვით;
  • სასაწყობე ნაშთებისა და გაყიდვების მაჩვენებლების ურთიერთშედარებით ანალიზზე დაყრდნობით პროდუქციის შეკვეთების საჭიროების განსაზღვრა;
  • ანალიზიდან გამომდინარე რეკომენდაციების/პროგნოზების შემუშავება და რეპორტინგი შესაბამის დეპარტამენტთან;
ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და მომიჯნავე მიმართულებით;
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და ინფორმაციის გადამუშავების გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია, 
  • საოფისე პროგრამების განსაკუთრებით Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
ძირითადი უნარ-ჩვევები

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პასუხისმგებლობა;
  • დროის ეფექტურად  მართვის უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზეjobs@nikora.ge  სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება


  • გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს პარტნიორის / 400132192 და უფლებამოსილი პირის - სსნიკორას/ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: . თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის . #2) მიერ "პერსონალურ  მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს   1 (ერთი)   წლის ვადით. 
  • ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება,  ასევე მონაცემთა გადატანა,  დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება,  თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი,  წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge  შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს პარტნიორის / 400132192 იურიდიულ მისამართზე: . თბილისი ალ. მრევლიშვილის . 2.   
  • შპს პარტნიორი / 400132192 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.  
25 სექტემბერი - 25 ოქტომბერი